saqarTvelos mwvervalebi - namyvami
ნამყვამი (ნუამყვამი) - მწვერვალი სვანეთის კავკასიონის მთავარ ქედზე, მდინარე ენგურის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 4282 მ. აგებულია ქვედაიურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. ნამყვამის ქვედა ქალთაზე ალპური მდელოებია, ზედაზე - სუბნოვალური და ნივალური ლანდშაფტები.